მაქსიმე I
„ႵႤ: ႷႣ: ႻႪႰႭ: ႸႤ: ႠႴႾႦႧ: ႩႦႨ: ႡႲႨ: ႫႵႱႨႫႤ: ႠႬ:“ | |
(ქრისტე ყოვლად ძლიერო შეიწყალე აფხაზეთის კათალიკოზი ბატონი მაქსიმე ამინ.) |
მაქსიმე I (გვარად მაჭუტაძე; გ. 1656) — დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1639-1656 წლებში. ადრე იყო შემოქმედელი მღვდელთმთავარი, ნახსენებია შემოქმედის მონასტრის მთავარი ეკლესიის სამშენებლო წარწერაში. იბრძოდა ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ.
1634 წელს როსტომ მეფისა და მარიამ დადიანის ქორილში ამ უკანასკნელს ამალში ახლდნენ გურია-სამეგრელოს რჩეული თავადები და ეპისკოპოსები, მათ შორის მაქსიმე მაჭუტაძე. მაქსიმე გორში შეხვდა იტალიელი კათოლიკე მისიონერების, თეატინელთა მისიის წარმომადგენლებს, მათ პრეფექტს პიეტრო ავიტაბილეს და სთხოვა მისიონერები გაეყოლებინათ გურიაში ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად. თანხმობის მიღების შემდეგ მან გურიაში ჩაიყვანა ქრისტეფორე კასტელი, პატრი ანტონიო ჯარდინა და ბერი კლაუდიო.[1]
მაქსიმე I-მა ოდიშის მთავარს, ლევან II დადიანს, აღადგენინა გაუქმებული ხობის მონასტერი, მოაწესრიგა ოდიშში თავად-აზნაურთა საწესო-საკათოლიკოსო გადასახადების აკრეფის საქმე. 1640 წელს მასპინძლობდა ელჩინისა და ზახარევის ელჩობას ლევან II დადიანთან, აგრეთვე ტოლოჩანოვისა და იევლევის ელჩობას იმერეთის მეფესთან 1650-1652 წლებში. მაქსიმე I-მა სამჯერ იმოგზაურა იერუსალიმში, სადაც დიდი შეწირულება გაიღო ქართული მონასტრებისათვის.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 500.
- ქართველიშვილი თ., „გურიის საეპისკოპოსოები“, თბილისი: „არტანუჯი“, 2006. — გვ. 92-94, ISBN 99940-11-89-8.
- ლომინაძე ბ. ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), [ტ.] 1., თბ., 1966
- ლომინაძე ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII-XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ *თამარაშვილი მ., „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“, ტფილისი, 1902. — გვ. 105.